„სამხრეთ ოსეთის" ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი გახდა. ე.წ. საარჩევნო კომისიის განცხადებით, პარლამენტის სპიკერმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში მონაწილეთა ხმების 54,8%-ი მიიღო.
ბიბილოვმა ჯერ კიდევ ორი დღის წინათ „РИА Новости“-ს განუცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის“ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
„ჩვენ შევაგროვეთ ყველა ოქმის ასლები, რომელზეც პრეზიდენტის ყველა კანდიდატის ხელმოწერაა დაფიქსირებული. ამ ოქმების ასლების დამუშავების და დათვლის შედეგად მე ხმების 54,9 პროცენტი მივიღე. ასე რომ, თავს გამარჯვებულად ვთვლი“, აცხადებდა ბიბილოვი.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები კვირას, 9 აპრილს გაიმართა. კანდიდატს გამარჯვებისთვის 50%-ზე მეტი ხმის მიღება ესაჭიროებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.