საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალურ ვიზიტად საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფებოდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვიზიტისას ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები არაბეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გენერალური შტაბის უფროსთან, მის მოადგილეებთან და მაღალი რანგის სამხედრო წარმომადგენლებთან გამართა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო.
უწყების განმარტებით, ვიზიტი საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით განხორციელდა. თავდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი ბუთხუზის ხელმძღვანელობით, დელეგაციის შემადგენლობაში სსიპ „დელტას“ დირექტორი უჩა ძოძუაშვილი და კომერციული დირექტორი, ოთარ ჩიტეიშვილი იყვნენ. ქართულ დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს საქართველოს ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში, გიორგი ჯანჯღავაც დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.