გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალი აკადემიური წლისათვის მზადებას იწყებს და საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჯერად ლიცეუმის წარმომადგენლები ხარაგაულის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ და მათ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის უპირატესობები გააცნეს. ისაუბრეს სასწავლებელში მიღების პირობების, სწავლებისა და ცხოვრების წესის, დღის განრიგის, სამხედრო ცხოვრებისა და სასწავლებლის ინფრასტრუქტურაზე.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებს მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები დაგეგმილი აქვთ ჩოხატაურის, ოზურგეთის, ფოთის, დმანისის, ონის, ამბროლაურის, ტყიბულის, საჩხერის, ჭიათურის, ხულოს, შუახევის, მცხეთის, დედოფლისწყაროს, დუშეთის, ყვარელის, ასპინძისა და მესტიის საჯარო სკოლების მოსწავლეებთანაც.
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ერთადერთი ავტორიზებული საჯარო სკოლაა საქართველოში. ლიცეუმის ყველა მასწავლებელი სერთიფიცირებული პედაგოგია, რაც სწავლების მაღალ დონეს უზრუნველყოფს. შესაბამისად, კადეტთა 98% დამატებითი მომზადების გარეშე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ხდება. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მაღალი დონის აკადემიური განათლების და წარმატებული სამხედრო კარიერის გარანტია. ლიცეუმში ცხრაკლასდამთავრებული გოგონები და ვაჟები მიიღებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.