ალექსი პეტრიაშვილი: მინდია ჯანელიძე საკუთარ განცხადებებში აიბნა
02-04-2015, 01:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"თავისუფალი დემოკრატების" წევრი ალექსი პეტრიაშვილი თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძეს საკუთარ განცხადებებში დაკარგულ ინდივიდს უწოდებს. როგორც ალექსი პეტრიაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკაში" სტუმრობისას განაცხადა, მინდია ჯანელიძე საკუთარ განცხადებებში აიბნა.



ალექსი პეტრიაშვილი წუხს, რომ მას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ჰქვია. "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი მინდია ჯანელიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მინისტრმა აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ ალასანია და მისი პარტიის წევრები ხელშეკრულების საკითხზე, უფრო მეტი ზიანი მიადგება ქვეყანას.



"ძალიან ღიმილის მომგვრელია, როდესაც უფრო მეტის საუბარზე აქცენტს აკეთებს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი. ვწუხვარ, რომ მას ჰქვია თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი. ის კიდევ უფრო ღრმად დაიკარგა იმ ბუნდოვანებაში, იმ ემოციურ-სოლიდარულ გაუგებრობაში რომელშიც იმყოფება მთავრობის ფიქტიური ხელმძღვანლი, მისი ცალკეული წევრები და საკუთარ განცხადებებში აიბნა. ეს რომ იყოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, კიდევ შეიძლება უფრო ლმობიერად მოეპყროს, მაგრამ როდესაც თავდაცვის უწყების ხელმძღვაელი, რომელსაც შეჰყურებს ჩვენი შეიარაღებული ძალები, შეჰყურებს ჩვენი საერთაშორსო პარტიორები, საკუთარ განცხადებებში იკარგება, ეს საკუთარ განცხადებებში დაკარგული ინდივიდია", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.

 


"თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა ორ ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება და თავდაცვის მინისტრს კარგად მომზადება ურჩია.



"მოდით, ორ ფაქტს მივაქციოთ ყურადღება, "ზარი არ ყოფილა", "ზარი იყო". "ხელშეკრულება ბუნებაში არ არსებობს", "ხელშეკრულებაში ყველაფერი კარგად არის". მოვიდეს, "თავისუფალი დემოკრატების" მოთხოვნით იყო შეთანხმება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, რომ ის მოვიდოდა დახურულ ფორმატში. ოღონდ კარგად იმეცადინოს, კარგად მოემზადოს, რათა თვითონ ჩამოყალიბდეს, დარეკა თუ არ დარეკა, ცხადში დარეკა, თუ სიზმარში დარეკა, იყო ხელშეკრულება თუ არ იყო და კარგად მიდის ყველაფერი, თუ არ მიდის. ძალიან მარტივია, არ მინდა მისგან არავითარი დეტალები, გასცეს პარლამენტარებს და საზოგადოებას პასუხი", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი