საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ პოლონეთში ვიზიტისას შეხვედრა ჩეხ კოლეგასთან, ლუბომირ ზაორალეკთან გამართა.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიულოცა ქართველ კოლეგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული შედეგები, კონკრეტულად კი ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრისას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჩეხ კოლეგას გააცნო საქართველოში განხორციელებული რეფორმები, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო პროექტები, ასევე ევროკავშირთან სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები.
მინისტრებმა აგრეთვე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. ამ მხრივ ხაზი გაესვა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ევროკავშირის განსაკუთრებულ როლს, მათ შორის აღინიშნა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მნიშვნელობა.
საგარეო საქმეთა ევროპასა და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჩეხ კოლეგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბარი შეეხო "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალ სამიტსა და მის დღის წესრიგს.
ლუბომირ ზაორალეკმა ქართველი კოლეგა ჩეხეთში ოფიციალურ ვიზიტად მიიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.