პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი თანხები არა კონკრეტულ პროგრამებს, არამედ სავალუტო რეზერვების გაზრდას მოხმარდება.
ქუმსიშვილის თქმით, სავალუტო ფონდთან პროგრამის განხორციელება ეკონომიკური რეფორმების განვითარების გარანტია.
„2017 წლის 12 აპრილს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან 3-წლიანი პროგრამის განხორციელების შესახებ. ეს არის გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში 285.3 აშშ დოლარის ოდენობის პროგრამა. აღნიშნული თანხები, როგორც ადრე ჩვენგან იყო გაცხადებული, წავა ჩვენი სავალუტო რეზერვის გასაზრდელად ეროვნულ ბანკში. აღნიშნული თანხები არ არის საბიუჯეტო დახმარება, არ მოხმარდება რაიმე კონკრეტულ პროგრამას, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდთან პროგრამის განხორციელება, ვინაიდან ეს არის ჩვენი ეკონომიკური რეფორმების განვითარების გარანტი, ასევე გარანტი მხარდაჭერისა საერთაშორისო საფინანსო დონორ ორგანიზაციებთან.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი არის ის ორგანიზაცია, რომელთან პროგრამის არსებობის შემთხვევაში, ყველა საფინანსო ორგანიზაცია არის კომფორტულად, ვინაიდან ეს ნიშნავს იმას, რომ მაკროეკონომიკური გარემო, მათ შორის, ფისკალური და მონეტარული მდგომარეობა ქვეყანაში არის დამაკმაყოფილებელი და კარგი. შესაბამისად, შემდეგი სამი წლის განმავლობაში ჩვენ გვექნება ჩვენი ეკონომიკური განვითარების და რეფორმების მხარდამჭერი პროგრამა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სივრცითი განვითარება განხორციელდება სრული მასშტაბით და ბოლომდე მიყვანილი მოლაპარაკებები დაფინანსებაზე დაგვისრულდება წარმატებით; ეს ნიშნავს იმას, რომ განათლების რეფორმა იქნება წარმატებული; გვექნება უფრო ეფექტური მმართველობა და გვექნება ძალიან ბევრი სტრუქტურული რეფორმა" განაცხადა ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.