სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს 2016 წლის ანაგარიში წარუდგინა. როგორც პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს სუს-ის უფროსის მოადგილემ, ალეკო ტაბატაძემ განუცხადა, მან კითხვებზე კანონმდებლობიდან გამომდინარე ამომწურავი პასუხები გასცა.
„უკანონო მოსმენებზე იყო კითხვა და ამაზე ჩემი პასუხი იყო ასეთი - მითხარით ერთი კონკრეტული შემთხვევა, თუმცა, ასეთი ვერ დაასახელეს. რაც შეეხება „ოდეერებს”, ამასთან დაკავშირებით სრული რეორგანიზაცია გავაკეთეთ. შეიქმნა სრულიად ახალი ინსტიტუტი - უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი, რომელიც მაღალი რისკის მქონე დაწესებულებებში მიავლენს თავის თანამშრომლებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი ხდება ორმხრივი თანამშრომლობის და ხელშეკრულების საფუძველზე. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი ოფიცერი დღეს არც ერთ უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ გვყავს”, განაცხადა ტაბატაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.