ირაკლი შოთაძე ე.წ. კაბელების მთავარ საქმეში ალასანიას დაკითხვას არ გამორიცხავს
02-04-2015, 01:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასამართლო, როგორც მოედანი, გაიხსნა და ე.წ. კაბელების საქმეზე, სწორედ სასამართლოში გამოჩნდება, ვის აქვს და ვის – არა მტკიცებულებები, – ამის შესახებ საქარველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ “მაესტროს” ეთერში განაცხადა.



მისი თქმით, კონკრეტული პოლიტიკური პარტია ცდილობს, საქმისთვის პოლიტიკური სარჩულის მიკერებას, რაც “კარგად ვერ დაგვირგვინდება”, რადგან საქმეში არის კონკრეტული დანაშაულებრივი ფაქტი.

 

“სახეზეა ჩვეულებრივი კორუფციული დანაშაული, როდესაც ხუთმა მოხელემ გაფლანგა 4 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი თანხაა. სპეკულაციაა, თითქოს ამ საქმეში მტკიცებულება არ არის”, – განაცხადა შოთაძემ.

 
მისი თქმით, პროკურორები სრულად მზად არიან და საქმე მყარი მტკიცებულებებით არის გაჯერებული.

 
რაც შეეხება ირაკლი ალასანიას დაკითხვას, მთავარი პროკურორის მოადგილის თქმით, მთავარი საქმიდან გამოყოფილი, 5 პირის საქმეში ალასანიას დაკითხვის საჭიროება არ ყოფილა, თუმცა თუ კი ე.წ. კაბელების მთავარ საქმეში ალასანიას დაკითხვის საჭიროება დადგება, პროკურატურა უკან არ დაიხევს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი