პაატა ზაქარეიშვილი: ევროკავშირი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას მოითხოვს
02-04-2015, 02:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა. განხილვის მთავარი საკითხები რეგიონში უსაფრთხოება, ასოცირების შეთანხმების განხორციელება, ჟენევის მოლაპარკებების გააქტიურება იყო.


საუბარი საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მუშაობასაც შეეხო. ქართული მხარის თქმით, საუბარი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით იმ კანონპროექტზეც, რომელიც ამჟამად მოქმედი კანონის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს. პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ამ თემით ევროკავშირი დაინტერესდა.

 
მინისტრის განცხადებით, ევროკავშირი მოითხოვს, რომ “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონში ცვლილებები შევიდეს.

 
“ევროკავშირი ცალსახად და მკაფიოდ მოითხოვს, რომ ჩვენ შევიტანოთ ცვლილებები კანონში “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”. არსებობს მოსაზრებები და ჭორები, რომ თითქოს ეს რუსეთის ინტერესებითაა და ეს ასე არ არის. ეს სწორედ ევროკაშირის მოთხოვნაა. იყო საუბარი, თუ რა უშლის ხელს ამ კანონში ცვლილებების შეტანას, რომელიც ჩემი სამინისტროს მხრიდან ორი წლის წინ იყო ინიცირებული. ბრიუსელიდან იქნებ მაინც გაიგოს პარლამენტმა, რომ საჭიროა ამის განხორციელება, მოვუწოდებ, რომ დროზე განხორციელდეს,“ – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი