ამერიკის შეერთებული შტატების მოსამართლე შეილა აბდუს-სალაამი - პირველი შავკანიანი ქალი, რომელიც ნიუ იორკის უმაღლეს სასამართლოში მსახურობდა - ქალაქის მდინარე ჰადსონში გარდაცვლილი იპოვეს.
BBC-ის ცნობით, ნიუ იორკის პოლიციამ განაცხადა, რომ მათ 65 წლის გარდაცვლილი ქალბატონი მდინარიდან ოთხშაბათს ამოიყვანეს. მისი ძებნა კი მას შემდეგ დაიწყეს, რაც ქმარმა სამშაბათს, საგანგებო-გადაუდებელი დახმარების სამსახურს ტელეფონით განუცხადა, რომ ცოლის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია სიკვდილის მიზეზად შესაძლო თვითმკვლელობას განიხილავს, მაგრამ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
პოლიციის თქმით, ცხედარი მთლიანად იყო ტანსაცმლით შემოსილი და მასზე დაზიანების და სხვა დანაშაულებრივი ნიშნები არ აღინიშნებოდა.
სამი წლის წინათ მოსამართლე აბდუს-სალაამის ძმამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და გავრცელებული ცნობების თანახმად, თავადაც დეპრესისას ებრძოდა.
მისი დაბადების სახელი და გვარი შეილა ტერნერია. იგი ვაშინგტონ დი-სი-ში 1952 წელს დაიბადა. დაამთავრა კოლუმბიის სამართლის სკოლა და ბრუკლინში დაბალი შემოსავლის მოქალაქეებს ემსახურებოდა, სანამ მოგვიანებით ნიუ იორკის შტატის გენერალური პროკურორის თანაშემწე გახდებოდა.
მასზე ფართოდ იწერებოდა, რომ იგი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი მუსულმანი მოსამართლე იყო. მიუხედავად ამისა, მისი გვარი, რომელიც მას თავისი კარიერის განმავლობაში არ შეუცვლია, პირველი ქმრისგან მომდინარეობდა. New York Times-ი სააპელაციო სასამართლოს პრესმდივნის, გარი სპენსერის სიტყვების ციტირებას იშველიებს, სადაც ის ამბობს, რომ აბდუს-სალაამმა მას უთხრა, რომ იგი არ იყო მუსულმანი.
აბდუს-სალაამი ნიუ იორკის სააპელაციო სასამართლოში 2013 წელს გუბერნატორმა ანდრიუ კუომომ დანიშნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.