მიხეილ ჯანელიძემ ბელგიის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს უმასპინძლა
14-04-2017, 02:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ბელგიის სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტი ზიგფრიდ ბრაკე მიიღო.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობის დინამიკაზე, განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისმნიშვნელობას, ამ მხრივ დადებითად შფასდა ზიგფრიდ ბრაკეს განხორციელებული ვიზიტი საქართველოში. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ბელგიას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების დიდ პოტენციალს და ორივე მხარის მზაობას განავითარონ შემდგომი ურთიერთობები.

 

 

ბელგიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ მიხეილ ჯანელიძეს მიულოცა ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმისამოქმედება მიულოცა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერა.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბელგიელ სტუმარს გააცნო საქართველოს ხელისუფლების მიერ, მათ შორის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები და ევროკავშირთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები. მიხეილ ჯანელიძემ ბელგიის პარლამენტის თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოსოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებაზე და მადლობა გადაუხადა ბელგიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი