ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტში ქართული ენის დღე აღინიშნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტში ქართველი განმანათლებლის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის სახელობის აუდიტორიის გახსნა გადაწყდა.
ქართული ენის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ქართული ენისა და ისტორიის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული დამწერლობის განვითარების ეტაპებს, მის უნიკალურობასა და მნიშვნელობას მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობისათვის.
„საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტში სამი ფოტოგამოფენა გაიხსნა - „ქართული ანბანი“, „ვეფხისტყაოსნის კალიგრაფია“ (კალიგრაფ ფიქრია ჭაბუკიანის ნამუშევრები) და "საქართველო-ლიტვის ისტორიული ურთიერთობები“.
სტუმრების წინაშე წარსდგნენ ვილნიუსის უნივერსიტეტის ქართული ენისა და კულტურის კურსების ლიტველი სტუდენტები, საქართველოს საელჩოში მოქმედი ქართული ენის საკვირაო სკოლის მოსწავლეები, ლიტვაში ქართული სათვისტომო „კახეთი“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის ქართველი სტუდენტები, ვილნიუსის ბალის დვარიონასის სახელობის მუსიკალური სკოლის მოსწავლეები და ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტები.
შესრულდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები, ქართული ფოლკლორული და ლიტვური სიმღერები.
საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ, ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორმა ალგირდას გაიჟუტისმა და ვილნიუსის უნივერსიტეტის უცხო ენათა ინსტიტუტის დირექტორმა რომა კრიაუჩიუნიენემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩოს ძალისხმევით ვილნიუსში ქართული ენის დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციად იქცა, რაც ხელს უწყობს ლიტვურ საზოგადოებაში ქართული ენის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამასთანავე ლიტვაში ქართული დიასპორის ჩართულობას", აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.