არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“-ს აღამასრულებელმა დირექტორმა გურამ ადამაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრეს-კლუბში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ პროექტის – „სახელმწიფო 3:0 – რეფორმების ახალი ტალღა“- ფარგლებში მიღებული იმ თანხების მიზნობრივი ხარჯვის საკითხის შესწავლა მოითხოვა, რომელიც აღნიშნული ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე „უკრაინელი და ქართველი ბავშვების დასახმარებლად“ ირიცხება.
ადამაშვილი ინტერესდება თუ სად მიდის რეალურად „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ პროექტის ფარგლებში მოთხოვნილი ფულადი შემოწირულობები, რომელიც, მათ მიერ სოციალური ქსელით გამოქვეყნებული სარეკლამო განცხადებების მიხედვით, ქართველი და უკრაინელი ბავშვების დახმარებას უნდა ხმარდებოდეს?!
„პოზიცია“-ს აღმასრულებელი დირექტორი არ გამორიცხავს, რომ ფონდი აღნიშნულ თანხებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებდეს, ისეთის, მაგალითად, როგორიცაა, ოპონენტების საწინააღმდეგოდ შეკვეთილი სტატიების გამოქვეყნება, როგორც ქართულ, ისე უცხოურ მედიაში.
„არ არის გამორიცხული, რომ ამ თანხების ნაწილი ახალგაზრდების „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ აქციებსა თუ ღონისძიებებში ჩართვისთვის იყოს მიმართული,“ – აცხადებს გურამ ადამაშვილი და ამ არგუმენტის ერთ-ერთ გამამყარებელ საბუთად იმ გარემოებას ასახელებს, რომ მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ 21 მარტის აქციის ჩატარებამდე, ფონდის მიერ სოციალურ ქსელში ინტენსიურად მიმდინარეობდა სარეკლამო ხასიათის განცხადებების განთავსება მოწოდებით – დახმარებოდნენ ქართველ და უკრაინელ ბავშვებს – რაც 21 მარტის შემდეგ არ განხორციელებულა.
„ეს კი აღრმავებს ეჭვს იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ფონდში გადარიცხული თანხები მოხმარდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თბილისში 21 მარტს გამართულ აქციაზე იმ ქართველი ახალგაზრდების რეგიონებიდან ჩამოყვანას, რომლებიც ჩართულნი არიან ამ პროექტში,“ მიაჩნია გურამ ადამაშვილს, რომელიც საზოგადოებას „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ გიორგი ვაშაძესთან, პირდაპირი კავშირს ახსენებს და არ გამორიცხავს, რომ ვაშაძე „ქართველი და უკრაინელი ბავშვების დახმარებისთვის“ მიღებულ შემოწირულობებს საკუთარ პოლიტიკურ ინტერსებს ახმარდეს.
„აღნიშნულ ეჭვებს აღრმავებს ის ფაქტი, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ინოვაციებისა და განვითარების ფონდი“, რომელიც ახორციელებს პროექტს „სახელმწიფო 3:0 – რეფორმების ახალი ტალღა“- სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ დაარსებულ ორგანიზაციას წარმოადგენს და მას ვაშაძის მეუღლე, ქეთევან სიჭინავა ხელმძღვანელობს. ამ ფაქტს საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტაცია ადასტურებს, სადაც ორივე მათგანი, ვაშაძე, როგორც დამფუძნებელი, სიჭინავა კი დირექტორი და ორგანიზაციის ერთპიროვნული წარმომადგენელი, მკაფიოდ არის დაფიქსირებული,“ – განაცხადა დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გურამ ადამაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.