საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიან სამუშაო ვიზიტად საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ლევან იზორიას ფრანგი კოლეგა ჟან-ივ ლე დრიანი უმასპინძლებს.
თავდაცის სამინისტროს ცნობით, პირისპირ საუბრისას მინისტრები საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებს განიხილავენ.
საუბარი შეეხება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP)გათვალისწინებულ ერთ-ერთ ინიციატივაში ფრანგული მხარის ჩართულობას.
სამუშაო ვიზიტისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ტრიუმფალურ თაღთან ცეცხლის გაღვივების ცერემონიალშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საომარი მოქმედებების დროს დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნას მიეძღვნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.