აგვისტოს ომიდან შვიდი წლის შემდეგ იდენტიფიცირებული სამხედრო მოსამსახურეების ცხედართა ფრაგმენტები მუხათგვერდის ძმათა სასფლაოზე დღეს დაკრძალეს. სულ იდენტიფიცირებულია 42 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი. რამდენიმე მათგანის იდენტიფიცირება 2008 წელსვე მოხდა, თუმცა დამატებითი ექსპერტიზა გახდა საჭირო. დნმ-ის კვლევა სულ რამდენიმე თვის წინათ დასრულდა და გარდაცვლილთა ფრაგმენტები დღეს დაკრძალეს.
როგორც ჟურნალისტებს გენშტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ განუცხადა, პროცესი გაგრძელდა, ვინაიდან თავის დროზე ვერ მოხერხდა ყველა მათგანის იდენტიფიცირება და დნმ-ის მიხედვით მათი ცხედრების ამოცნობას დრო სჭირდებოდა.
“ეს პროცესი რამდენიმე თვეა დასრულდა. მათი ამოცნობა მოხდა. აქედან გამომდინარე შეიქმნა საჭიროება ფრაგმენტების დაკრძალვის. აქამდე დადგენილი იყო ნაწილის ვინაობა, თუმცა პროცესი გრძელდებოდა და სამხარაულის ცენტრში ინახებოდა ფრაგმენტები. შესაბამისი პროცედურები დასრულდა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება მათი დაკრძალვის თაობაზე”, – განაცხადა რომან ჯოხაძემ.
დამატებითი ექსპერტიზა ჩაუტარდა საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ცხედარსაც.
“დღეს უკვე ბოლო ფრაგმენტები გადმოასვენეს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან. გიორგი ანწუხელიძის დნმ ამოცნობილი იყო და დღეს მე და ჩემი შვილი მოვედით, რომ საბოლოოდ გავაცილოთ იგი”, – განაცხადა გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ მაკა ჩიკვილაძემ.
სამხედრო მოსამსახურეების ნეშტების ფრაგმენტების დაკრძალვას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს პრეზიდენტი, ასევე თავდაცვისა და გენშტაბის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.