ხელისუფლების სხვადასხვა შტოების ცივილურობა, პოლიტიკური კულტურა და უნარი ააშენონ თანამედროვე სახელმწიფო, ომბუდსმენის ინსტიტუტთან ურთიერთობითაც განისაზღვრება, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში სახალხო დამცველის ინსტიტუტის დაარსების 20 წლისთავთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე გააკეთა, რომელიც „ადამიანის უფლებათა მრავალმანდატიანი ეროვნული ინსტიტუტების ევოლუციასა და გამოწვევებს“ შეეხებოდა.
პრეზიდენტი მიესალმება ობმუდსმენის ინსტიტუტის ინტეგრაციის ტენდენციას ევროპულ სისტემებში და მიაჩნია, ამ პროცესის გაძლიერებით ყოველდღიური პოლიტიკური კულტურა კიდევ უფრო განვითარდება.
„მნიშვნელოვანია, პარლმანეტმა ყურადღებით მოუსმინოს იმ შენიშვნებს, იმ შეხედულებებს, იმ აზრს, რომელსაც ომბუდსმენი თავის ყოველწლიურ მოხსენებაში დააფიქსირებს.
ბუნებრივია, სახალხო დამცველის ინსტიტუტს გააჩნია და აქვს ძალიან რთული და მნიშვნელოვანი მისია, მისია დაგვანახოს ის შეცდომები, ან გადაცდომები, რომელიც მოგვდის ყოველდღიურ ცხოვრებაში, კიდევ ერთხელ როგორ აღვიქვამთ ჩვენ ამ შენიშვნებს, მინიშნებებს განსაზღვრავს რამდენად ევროპულ პოლიტიკურ კულტურას ვფლობთ და ვავითარებთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ობმუდსმენის მოსმენა, მასთან დიალოგი უმნიშვნელოვანესი პროცესია. მთავარია ამ ურთიერთობაში ჩვენ შევძლოთ არა თვალის დახუჭვა ამ რეკომენდაციებზე, არა მათთან დაპირისპირება, არამედ რეალური დისკუსიის რეჟიმში შესვლა და რეალურად იმაზე ფიქრი, როგორ შეიძლება ჩვენი ყოველდღიური პრაქტიკა გახდეს უფრო ცივილიზებული, უფრო მეტად ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული, უფრო მეტად ადამიანის უფლებების დამცველი“, აღნიშნა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ ის ინტენსიური დიალოგი, რომელსაც სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პრაქტიკაში აყალიბებს, იქნება შესმენილი და ქართული პოლიტიკური სისტემა უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვაზე.
კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.