საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იმედოვნებს, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებით, განხილვა კვლავ მოხდება.
„მე ვერ მოვისმინე თუ რატომ უნდა დაწესდეს შეზღუდვები მხოლოდ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით, როდესაც სხვა არჩევით თანამდებობებს მსგავსი შეზღუდვები არ ეხებათ. ამ საკითხზე კონსესუსი არ ყოფილა და მე ველოდები, რომ მისი განხილვა კომისიის ფარგლებში კვლავ მოხდება“, განაცხადა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.