საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის დროს დაღუპული 42 სამხედროს ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვას დაესწრო. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო არასდროს დაივიწყებს იმ გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს სამშობლოსთვის.
“დღეს კიდევ ერთი დღეა, როდესაც ჩვენ ვგლოვობთ ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენს გმირებს, რომელთაც სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს. ჩვენ ვგლოვობთ და, ამავე დროს, მომავალ თაობებს მათი ნათელი სახელით, მათი გმირობის მაგალითით ვზრდით. საქართველო არასდროს დაივიწყებს საკუთარ გმირებს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის დროს დაღუპული 42 ქართველი სამხედროს ცხედრის ფრაგმენტები დღეს დაკრძალეს. სხეულის ფრაგმენტები გასული წლების განმავლობაში, იდენტიფიცირების მიზნით, დნმ-ის ანალიზისთვის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ინახებოდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათი იდენტიფიცირება რამდენიმე თვის წინათ დასრულდა და ფრაგმენტები შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ დღეს დაიკრძალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.