საკანონმდებლო ორგანოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოსმენა დახურულ ფორმატში გრძელდება.
პლენარული სხდომა უმრავლესობის ინიციატივით დაიხურა.
მანამდე კი, საკითხს სხდომის დახურვის შესახებ დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. „არ აქვს მოსმენა ღია იქნება თუ დახურული, რადგან უცხო ქვეყნის რეზიდენტი ზის დარბაზში", განაცხადა ემზარ კვიციანმა და გიგა ბოკერიაზე მიუთითა. აღნიშნულს კი, ოპოზიციის მხრიდან სიცილი და რეპლიკები მოჰყვა, რამაც კვიციანის გაბრაზება გამოიწვია. მან ბოკერიას მისამართით დარბაზში წყლით სავსე ჭიქა ისროლა.
დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შესაწყვეტად, პლენარულ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.