ინციდენტი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში - „ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე ცოტა ხნის წინათ საავადმყოფოში გადაიყვანეს - მას თავი აქვს გატეხილი.
გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატების ოთახში უმცირესობის წარმომადგენელს გიორგი კანდელაკსა და უმრავლესობის წევრს, ვანო ზარდიაშვილს შორის კამათი მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა საფერფლე ისროლა, რომელიც ოთარ კახიძეს მოხვდა.
კამათის მიზეზი და ზუსტი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.