თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბისა და უწყებაში შემავალი სსიპ-ების თანამშრომლებისთვის ტრენინგი ტარდება
19-04-2017, 09:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის უწყებაში მონიტორინგისა და ანგარიშგების მექანიზმების დახვეწის მიზნით, თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბისა და უწყებაში შემავალი სსიპ-ების თანამშრომლებისთვის ტრენინგი ტარდება.

 

 

უწყების ცნობით, კურსი „თავდაცვის ტრანსფორმაციის იმპლემენტაციის გეგმა 2017-2020“-ის ეფექტიანად შესრულებას ითვალისწინებს და პროექტის მართვის ფარგლებში მიმდინარეობს.

 


პროექტის მართვის კურსი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) დღეს დაიწყო და მას ISSP GEORGIA-ს ტრენერი ილია რევია უძღვება. სამინისტროს განმარტებით, ტრენინგის დროს მსმენელებს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა ექნებათ. ერთთვიანი კურსის განმავლობაში თავდაცვის უწყების წარმომადგენლები პროექტის არსს, მისი დაგეგმვის პრინციპებსა და რისკების მართვის სპეციფიკას გაეცნობიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი