ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში ახალაშენებული, 60 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ლილუაშვილი და იმერეთის მხარის გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე ესწრებოდნენ.
როგორც Guardian.ge-ს ხონის გამგეობიდან აცნობეს, საბავშვო ბაღის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა და სამუშაოებს შპს. ,,თ.ბ. კაპიტალი“ აწარმოებდა. ამჟამად, ბაღში სკოლამდელ განათლებას 30-მდე აღსაზრდელი იღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.