დუშეთში ,,შემოქმედებითი ქალაქებისა და რეგიონების ინიციატივის“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
20-04-2017, 04:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ,,შემოქმედებითი ქალაქებისა და რეგიონების ინიციატივის“ ფარგლებში, ქალაქ დუშეთში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 


როგორც Guardian.ge-ს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, პროექტის მიზანია, კულტურულ და შემოქმედებით სექტორში პოტენციურად დაინტერესებული პირების ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივი კულტურული ლანდშაფტების განვითარების გეგმების შემუშავება თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით და სხვა მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო ურთიერთკავშირის ჩამოყალიბება, რომელიც რეგიონს შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებაში დაეხმარება.

 


სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა სექტორის განვითარების საერთაშორისო პრაქტიკა, ადგილობრივი კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების პოტენციალი და პროექტში დაგეგმილი კვლევისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მეთოდიკა.

 


შეხვედრას დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი, „მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური განვითარების“ სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა გივიშვილი, ფორუმის- ,,შემოქმედებითი საქართველოს’’ აღმასრულებელი დირექტორი ზვიად მჭედლიშვილი, ექსპერტი რაგნარ სილი, პროექტის კოორდინატორი გიორგი რაზმაძე, კულტურულ და შემოქმედებით სექტორში მოქმედი ორგანიზაციებისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი