ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ბრიტანულ ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
20-04-2017, 05:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფოს ინსტიტუტს (RUSI) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

 


დოკუმენტს ხელი საქართველოს მხრიდან ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ, ხოლო ბრიტანეთის მხრიდან - RUSI-ის დირექტორმა რაფაელო პანტუჩიმ მოაწერეს.

 


თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ლელა ჩიქოვანი და ნუკრი გელაშვილი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ასევე თავდაცვის უწყებისა და ბრიტანული ინსტიტუტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დოკუმენტის მიხედვით, ეროვნულ თავდაცვის აკადემიასთან კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლობა გამოცდილების გაზიარებასა და მოწვეული ლექტორების მიერ კონკრეტული კურსების წაკითხვას გულისხმობს. მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება სამაგისტრო პროგრამის განვითარება, კერძოდ, მომავალ აკადემიურ წელს თავდაცვის ანალიზის სპეციალობით სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდება.

 


მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალამდე, შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები დეტალურად განიხილეს.

 


ღონისძიების დასრულების შემდეგ, ბრიტანელი სტუმრები ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო პროგრამებისა და ინფრასტრუქტურის გასაცნობად გორში გაემგზავრნენ.

 


ბრიტანელი ექსპერტები თავდაცვის სამინისტროს მოწვევით საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში, ხვალ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა (DIB) და RUSI-ის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ხვალვე, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა RUSI-ის უფროსი მკვლევარის, დოქტორ იგორ სუტიაგინის ლექციასაც უმასპინძლებს.

 


თავდაცვის უწყების საგანმანათლებლო ცენტრებთან ურთიერთგაგების მემორანდუმების გაფორმება ბრიტანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის საქართველოსთან თანამშრომლობის პირველი შემთხვევაა.

 


RUSI დედოფალ ელისაბედ მეორის პატრონაჟის ქვეშ მყოფი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი, პრესტიჟული და გავლენიანი კვლევითი ინსტიტუტია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი