ჩვენ საზოგადოებას უნდა აგვიხსნან პატივცემულმა კომისიის წევრებმა, რა ლოგიკით დაწერეს, რომ გამარჯვებული - პირველ ადგილზე გასული პარტია, მთელ გაუნაწილებელ მანდატებს იღებს თავისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააკეთა, სადაც მან „კონსტიტუცია ყველასია“ კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გამართა.
გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციის პროექტში დადებით და წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა საარჩევნო სისტემაში შეტანილი ცვლილება - პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, თუმცა, აღნიშნა, რომ ახალი ჩანაწერი გაურკვეველი ლოგიკისაა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ძნელი სათქმელია ვის ინტერესებს, სურვილებს, თანხმობას გამოხატავს ახალი დოკუმენტი, რომელიც პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების სულისკვეთებას და სათქმელს უნდა ასახავდეს.
,,ამ ვითარებაში, როცა ოპოზიციურმა პარტიებმა დატოვეს საკონსტიტუციო კომისია; როდესაც, ფაქტობრივად ქრება საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობები; როდესაც პოლიტიკურ პარტიებს, რა თქმა უნდა, უფრო პროგრესული და პროპორციული ფორმით, მაგრამ ამავდროულად გაურკვეველი საარჩევნო სისტემით ავირჩევთ; ვითარებაში, როდესაც თვითმმართველობის და ტერიტორიული მოწყობის შესახებ რეალური და პრინციპული არაფერია ნათქვამი, ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად უნდა მივაწოდოთ ჩვენი აზრები და იდეები კომისიას'', მიმართა სტუდენტებს გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.