საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ,,კონსტიტუცია ყველასია'' კამპანიის ფარგლებში, დღეს ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო რეფორმის დოკუმენტის ის ნაწილი განიხილეს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს შეეხება.
საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ბათუმში ყოფნისას ყოველთვის სტუმრობს სასამართლოს ამ საკონსტიტუციო ორგანოს პატივისცემის ნიშნად.
,,დღეს ბათუმში "კონსტიტუცია ყველასია" კამპანიის ფარგლებში ვიმყოფები და მქონდა შესაძლებლობა პატივცემული მოსამართლეებისთვის მეკითხა ზოგადად, რას ფიქრობენ საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილთა მიმართებაში, რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს'', აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.