პროკურატურა ახალაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
02-04-2015, 07:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავარი პროკურატურა ბაჩანა ახალაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც guardian.ge უცვლელად გთავაზობთ:

 
“თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ბრალდებულების – ბაჩანა ახალაიას, მეგის ქარდავას და ნიკოლოზ ძიმცეიშვილის სისხლის სამართლის საქმის განხილვა. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე 2014 წლის 05 ივლისის განჩინებით, ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას აღკვეთის ღონიძიების სახით შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა. ვინაიდან ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა ერთ სისხლის სამართლის საქმეზე არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიება გაუქმდა.

 
გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ მიუხედავად ამ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გაუქმებისა, ბაჩანა ახალაია რჩება პატიმრობაში, რადგან იგი მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და იხდის საპატიმრო სასჯელს. მას თავისუფლების აღკვეთა მისჯილი აქვს ე.წ. ,ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე 2014 წლის 22 ოქტომბერს გამოტანილი განაჩენით. აღნიშნულ საქმეზე ბაჩანა ახალაიას ბრალი დაედო ორ ეპიზოდში: ციხეში პატიმართა წამებასა და სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული პირებისათვის, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, კომფორტული პირობების შექმნაში. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ბაჩანა ახალაიას საბოლოოდ განესაზღვრა თვისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვის ვადით”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი