გიორგი მარგველაშვილი: ქვეყანაში სამი მთავარი პოლიტიკური ფიგურა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, პირდაპირი არჩევის მანდატს ვერ მიიღებს
20-04-2017, 10:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, არც პრეზიდენტი, არც პრემიერი და არც პარლამენტის თავმჯდომარე პირდაპირი არჩევის მანდატის მატარებელი აღარ იქნებიან“, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა დღეს ბათუმში დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში, პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას გააკეთა, რომელიც ,,კონსტიტუცია ყველასია“ კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

 


მარგველაშვილის განცხადებით, სამი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი ქვეყანაში - პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ მინისტრი, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, იქნება არჩეული ე.წ. ხმოსნების, დეპუტატების და პარლამენტის წევრების მიერ; ანუ, არ ცერთი, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც ქვეყანა უნდა წარმოადგინოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, მანდატს არ აიღებს ამომრჩევლისგან პირდაპირ.

 


პრეზიდენტის განცხადებით, ამ თანამდებობის პირებს, რა თქმა უნდა, აირჩევენ დეპუტატები, ან ხმოსნები, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით არჩეულები არიან, მაგრამ ხალხთან დაშორება გაიზრდება.

 


გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების ის ნაწილიც გააკრიტიკა, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება და აღნიშნა, რომ კომისიამ არ შეამცირა 5% - იანი საარჩევნო ბარიერი და მეტიც, შემოიტანა ბლოკების შექმნის აკრძალვის საკითხი, რაც აბსოლუტურად გაუგებარია.

 


საქართველოს პრეზიდენტმა პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში ერთერთ პრობლემურ საკითხად მთავარსარდლის ფუნქციის გაუქმება დაასახელა.

 


„ამ ქვეყანაში მთავარსარდალი გაუქმებულია ფაქტიურად. ჩემთვის ყველაზე პრობლემური თემაა, რადგან ვიცი რა რეგიონში ვცხოვრობთ, რა გამოწვევები აქვს ქვეყანას, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და, რომელშიც მცოცავი ოკუპაცია მიმდინარეობს. ცვლილებების მიხედვით, მთავარსარდალს აღარ აქვს სათათბირო ორგანო - უშიშროების საბჭო“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 


პრეზიდენტის განცხადებით, იმ ვითარებაში, როდესაც საკონსტიტუციო კომისია დატოვა ყველა განსხვავებული აზრის მქონე პოლიტიკურმა პარტიამ კამპანიის ,,კონსტიტიუცია ყველასია“ ვალდებულებაა, დაეხმაროს საკონსტიტუციო კომისიას და მიაწოდოს საზოგადოების მოსაზრებები ამ საკითხებთან დაკავშირებით.

 


გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების დადებით მიმართულებად სოციალური დაცვის გარანტიების გაღრმავების საკითხი დაასახელა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი