ერთი პოლიციელი იქნა მოკლული და ორი სხვა დაჭრილი ცენტრალურ პარიზში ხუთშაბათ საღამოს განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმისას. საფრანგეთის უსაფრთხოების ძალების მიერ მოკლულია თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი.
BBC-ის ცნობით, მარტო მოქმედმა შეიარაღებულმა მამაკაცმა შამს-ელისეზე ცეცხლი პოლიციელების მიმართულებით გახსნა და გაქცევისას იქნა მოკლული.

პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი დარწმუნებულია, რომ თავდასხმა „ტერორიზმთან დაკავშირებული“ იყო.
ეგრეთ წოდებულმა ისლამურმა სახელმწიფომ განაცხადა, რომ თავდასხმა მისმა ერთ-ერთმა „მებრძოლმა“ განახორციელა.
AFP-ის ახალი ამბების სააგენტოს თანახმად, ისლამისტური საომარი მდგომარეობა მთავარი საკითხია საფრანგეთის 23 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებზე მას შემდეგ, რაც ბოლოდროინდელ მასობრივ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო და 2015 წლის შემდეგ ჯიჰადისტების მიერ განხორციელებული თავდასხმებისას 238 ადამიანია მოკლული.

შინაგან საქმეთა მინისტრის პრესმდივნის პიერ-ჰენრი ბრანდეტის განცხადებით, „ოფიცრები განზრახ იყვნენ სამიზნედ აღებული“.
ბრანდეტის თქმით, ავტომანქანა პოლიციის ავტობუსის გვერდით დაახლოებით 21:00 საათზე გაჩერდა. იქედან მამაკაცი გადმოვიდა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ავტობუსს.
პოლიციის ოფიცრის მოკვლის შემდეგ იგი შეეცადა გაქცევას და სხვა პოლიციელების მიმართულებით განაგრძობდა სროლას, რა დროსაც იგი უსაფრთხოების ძალების მიერ ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.

კვირას, 23 აპრილს, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.