რობიზონ გვენეტაძე ტყიბულის სპორტის სასახლის სპორტული ინვენტარით აღჭურვისა და სამონტაჟო სამუშაოებს დაესწრო
20-04-2017, 23:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტყიბულის სპორტის სასახლე სპორტული ინვენტარით აღიჭურვა. უმაღლესი ხარისხის, იტალიური წარმოების კალათბურთის ფარები, ელექტრო ტაბლო, ე.წ. ორი 24 წამიანი „შოთქლოქი“, ხელბურთისა და მინი ფეხბურთის კარები, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ დაათვალიერა და სამონტაჟო სამუშაოებს დაესწრო.

 


ამის შესახებ Guardian.ge-ს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

 


გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული სპორტული ინვენტარის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 73 800 ლარი გამოიყო და მის უსაფრთხოებაზე, მდგრადობასა და ხარისხზე პასუხისმგებელობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სპორტული სტრუქტურები“ იღებს.

 

 

 

 

 


სპორტის სასახლეში ასევე ფუნქციონირება დაიწყო ფიტნეს ჯგუფმა, რომელიც დაკომპლექტებულია „ასპრიას“ 21 სახეობის სპორტული ინვენტარით. მათ შორის არის თხილამურები, ველოსიპედები, სარბენი ბილიკები და ძალოსნობისათვის განკუთვნილი შესაბამისი აღჭურვილობა.

 


„ფიტნეს ჯგუფით 15 დღით სარგებლობის ღირებულება 40 ლარს შეადგენს, ხოლო დამატებით ორთქლის აბანოთი სარგებლობის შემთხვევაში მომსახურეობის ღირებულება 50 ლარი იქნება. ახლო მომავალში, ასევეა დაგეგმილი სპორტის სასახლის მისასვლელი გზის ბეტონის საფარით მოწყობა.

 


ტყიბულის სპორტის სასახლე უკვე მზად არის, შესაბამის სახეობებში, უმაღლესი რანგის თამაშების ჩასატარებლად“, აცხადებენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი