23 აპრილს, თერჯოლისა და ტყიბულის გაერთინებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის ინიციატივითა და პატრონაჟით, თბილისის პედიატრიული პრივატ კლინიკის ექიმები ქალაქ თერჯოლის №1 საჯარო სკოლის შენობაში უფასო სამედიცინო გასინჯვებს ჩაატარებენ.
პედიატრიული პრივატ კლინიკის ინფორმაციით, 0-დან 18ლამდე ასაკობრივი კატეგორიის პაციენტებს ჩაუტარდებათ ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური გამოკვლევები, სხვადასხვა პროფილის წამყვანი სპეციალისტები კი კონსულტაციებს გასწევენ.
ექიმების ჯგუფში შედის ნეონატოლოგი, პედიატრი, ბავშვთა ქირურგი,ოტო-რინო-ლარინგოლოგი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი ნეფროლოგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ყბა-სახის ქირურგი, რადიოლოგი, ექოსკოპისტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.