III ქვეითი ბრიგადის სამხედროების ნაწილი ავღანეთიდან დაბრუნდა
21-04-2017, 01:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა ავღანეთში სამშვიდობო მისია წარმატებით დაასრულა და სამშობლოში უდანაკარგოდ ბრუნდება.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე 32-ე ბატალიონის პირველ ნაკადს დღეს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, აშშ-ის ელჩის მოადგილე საქართველოში ნიკოლას ბერლინელი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე დახვდნენ.

 

 

თავდაცვის მინისტრმა სამშობლოში დაბრუნებულ ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა და წარმატებით შესრულებული სამშვიდობო მისიისთვის მადლობა პირადად გადაუხადა.

 

 

32-ე ბატალიონთან ერთად სამშობლოში ეროვნული გვარდიის მე-4 ოცეული და სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობაც დაბრუნდა. ქართველი სამხედროები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ავღანეთში ფარვანის პროვინციაში ბაგრამის საავიაციო ბაზისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვის ამოცანებს 7 თვის განმავლობაში ასრულებდნენ. სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ქართულმა ქვედანაყოფმა სამოქმედო არეალში ადგილობრივი მოსახლეობის მხარდასაჭერად არაერთი ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელა. III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი როტაციის წესით, II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. 32-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა სამშობლოში უახლოეს დღეებში ეტაპობრივად სრულად დაბრუნდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი