გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელობა და კადეტები საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კადეტები, ლიცეუმის ხელმძღვანელობასთან ერთად, ამჯერად დმანისში, მე-2 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და სამხედრო სასწავლებლის ისტორია, სტრუქტურა, სასწავლო პროგრამა და საყოფაცხოვრებო პირობები პრეზენტაციის სახით გააცნეს.
საინფორმაციო-გაცნობითი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სკოლის მოსწავლეების კითხვები ძირითადად გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეების მიღების პირობებს და სასწავლო პროგრამის ძირითად პრინციპებს ეხებოდა.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებმა მსგავსი ტიპის საინფორმაციო-გაცნობითი შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონების საჯარო სკოლებში უკვე ჩაატარეს.
სამომავლოდ მსგავსი შეხვედრები მარნეულში, ონში, ამბროლაურში, ტყიბულში, საჩხერეში, ჭიათურაში, ხულოში, შუახევში, მცხეთაში, დედოფლისწყაროში, დუშეთში, ყვარელში, ასპინძასა და მესტიაში გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.