საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი ეწვია
21-04-2017, 01:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია.

 

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, უნგრეთის რესპუბლიკის ოფიციალურ დელეგაციაში იმყოფებიან: პრემიერ მინისტრის მეუღლე ანიკო ლევაი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, ეროვნული ეკონომიკის მინისტრი მიჰაი ვარგა, ადამიანური რესურსების მინისტრი ზოლტან ბალოგი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შანდორ ფაზეკაში, ეროვნული განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ანდრაშ არადსკი და პრემიერ მინისტრის კაბინეტის უფროსი იანოშ ნაგი.

 

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. უნგრელ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.

 

 

უნგრეთის პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტისას, დაგეგმილია ორი ქვეყნის მთავრობებს შორის დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია. 11:30 საათზე, ვიქტორ ორბანი და გიორგი კვირიკაშვილი მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

 

 

უნგრეთის პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტისას ასევე თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი გაიმართება, რომლის მონაწილეებს 12:00 საათზე გიორგი კვირიკაშვილი და ვიქტორ ორბანი მიმართავენ.

 

 

დაგეგმილია ვიქტორ ორბანის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან.

 

 

ოფიციალური ვიზიტისას უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი