სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIB) ესტუმრა. თავდაცვის უწყების ცნობით, რობერტ ონდრეცსაკმა თავდაცვისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს სლოვაკეთის რესპუბლიკის სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვის (SDR) დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები წარუდგინა, რომლითაც 2010 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობენ.
პრეზენტაციაზე სტუმარმა საქართველოს უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების სტრუქტურული მოდელი და პრიორიტეტები გააცნო.
რობერტ ონდრეცსაკმა თანამედროვე გრძელვადიანი გამოწვევების გათვალიწინებით, სლოვაკეთის თავდაცვის უწყების მომავლის გეგმებზეც ისაუბრა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მსმენელების კითხვებს უპასუხა. DIB-ის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა რობერტ ონდრეცსაკს ვიზიტისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება სკოლის განვითარების პროცესში სლოვაკეთის მხარდაჭერაზე გაამახვილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.