თბილისში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ეწვია. ვიქტორ ორბანის შეხვედრა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო. შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი, პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს მინისტრთა კაბინეტის წევრები წარუდგინეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელიც თბილისში ორდღიან ვიზიტად იმყოფება, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მასპინძლობს. უნგრეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პრემიერ მინისტრის მეუღლე ანიკო ლევაი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, ეროვნული ეკონომიკის მინისტრი მიჰაი ვარგა, ადამიანური რესურსების მინისტრი ზოლტან ბალოგი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შანდორ ფაზეკაში, ეროვნული განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ანდრაშ არადსკი და პრემიერ მინისტრის კაბინეტის უფროსი იანოშ ნაგი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.