პოლიტიკური ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი იყო საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ მინისტრების პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გიორგი კვირიკაშვილმა ვიქტორ ორბანს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ წლების მანძილზე, საქართველოსა და უნგრეთს შორის მრავალი მიმართულებით მტკიცე და წარმატებული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. საუბრისას, ყურადღება დაეთმო საინვესტიციო მიმართულებას და უნგრული კომპანიების მზარდ ინტერესს საქართველოში დაგეგმილი პროექტებისადმი.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა საგანმანათლებლო სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას, რის შედეგადაც ქართველ სტუდენტებს უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა ეძლევათ; საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიღწევებს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. გიორგი კვირიკაშვილმა უნგრეთს ამ პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას, უნგრეთის პრემიერ მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.