თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა (DIB) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფოს ინსტიტუტს (RUSI) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა და RUSI-ის დირექტორმა, რაფაელო პანტუჩიმ მოაწერეს. თავდაცვის უწყების ცნობით, დოკუმენტი გამოცდილების გაზიარებას, ბრიტანელი ექსპერტების ლექციებისა და ტრენინგების ორგანიზებას, ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალს DIB-ის, თავდაცვის უწყებისა და ბრიტანული ინსტიტუტის წარმომადგენლები დაესწრნენ. დოკუმენტზე ხელმოწერამდე მხარეებს შორის შეხვედრაგაიმართა, სადაც ყურადღება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის საქმიანობასა და მნიშვნელობაზე გამახვილდა.
საუბარი თანამშრომლობის მიმართულებებსაც შეეხო. ბრიტანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის წარმომადგენლებმა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გააფორმეს. დღესვე, ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა RUSI-ის უფროსი მკვლევარის, დოქტორ იგორ სუტიაგინის ლექციას უმასპინძლებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.