„ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოდის
21-04-2017, 04:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველო" ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო დამტკიცებამდე, პრეზიდენტის არჩევის წესთან და პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, პლებისციტის ჩატარებას სთავაზობს.

 

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გააკეთა.

 

 

„ევროპული საქართველოს" ინიციატივაა, საკონსტიტუციო ცვლილებების ორ მთავარ საკითხზე - პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების თემასა და საპარლამენტო არჩევნების სისტემაზე ჩატარდეს პლებისციტი, სადაც ქართველი ხალხი დააფიქსირებს საკუთარ აზრს, სურს თუ არა მას პრეზიდენტის არჩევის უფლება და როგორი პარლამენტი უნდა ჰყავდეს საქართველოს", განაცხადა ბაქრაძემ.

 

 

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება პლებისციტს არ ჩაატარებს, „ევროპული საქართველო" პლებისციტის დანიშვნის მოთხოვნით დაიწყებს ხელმოწერების შეგროვებას.

 

 

„თუ ხელისუფლებას არ ეყოფა პოლიტიკური ვაჟკაცობა, რომ აზრი ჰკითხოს ქართველ ხალხს, ევროპული საქართველო აცხადებს მზადყოფნას დაიწყოს პოლიტიკური კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან და პრეზიდენტთან, ხელმოწერების შეგროვების მიზნით. რა თქმა უნდა, პლებისციტის შემთხვევაში, ამ ხელმოწერებს არ ექნება იურიდიული ძალა, მაგრამ ეს იქნება მკაფიო პოლიტიკური განაცხადი იმის თუ რა სურს და რას ელოდება ქართველი ხალხი,“ აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი