"არა მგონია, რომ ქართველებს უფრო მეტი კვალიფიციური პოლიტიკოსი გვყავდეს, ვიდრე ებრაელებს"!
03-04-2015, 00:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის პირობებში უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოში ჩამოყალიბდნენ და გაძლიერდნენ პოლიტიკური პარტიები! დიახ, უნდა დაიწყოს პროფესიონალური, დასავლური ტიპის პოლიტიკური პარტიების მშენებლობა, რაც ასე აკლდა უკანასკნელი 25 წლის მანძილზე საქართველოს, რის შედეგადაც უამრავი შეცდომა იქნა დაშვებული დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში! ახლა, თვისობრივად სხვა დრო დგება!

 

 

 

საქმე ის არის, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის პირობებში, აღმასრულებელი ხელისუფლების (მთავრობის) პირველი პირი არის პრემიერ-მინისტრი და არა პრეზიდენტი, ხოლო, როგორც წესი ამ პოსტს იკავებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის (ან პარტიათა კოალიცია) თავმჯდომარე, აქედან გამომდინარე, განუზომლად იზრდება პოლიტიკური პარტიის როლი, თუ რამდენად ძლიერი, მობილიზებული და პროფესიონალი კადრებით იქნება იგი დაკომპლექტებული. საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის პირობებში, სრულფასოვანი პოლიტიკური ცხოვრებისათვის სჭირდება 4-5 კონკურენტუნარიანი პოლიტიკური პარტიის ფუნქციონირება, მეტი პოლიტიკური და საკადრო რესურსი და რეზერვი ქვეყანას არცა აქვს და აქეთ უნდა იყოს მიმართული საქართველოს მცირერიცხოვანი, კვალიფიცირებული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ძალისხმევაც, რაც ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებშია!

 

 

 

მიმაჩნია, რომ დღეს არსებული კონსტიტუციური და პიროვნული შეუთანხმებლობის თუ შეუსაბამობის მიზეზი პრეზიდენტსა და პრემიერს შორის მდგომარეობს იმაში, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი არჩეულ იქნა საყოველთაო და პირდაპირი არჩევნების გზით, რაც მას ანიჭებს მაღალ ლეგიტიმაციას, ეს კი, პრინციპში ეწინააღმდეგება საპარლამენტო რესპუბლიკის მართველობის ფორმას, საითაც საქართველო მიისწრაფის! ამიტომ, მომავალში პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი და საყოველთაო არჩევნების გზით, უნდა იქნას გაუქმებული!

 

 

 

გარდა ამისა, საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის გასაძლიერებლად, რაც დემოკრატიული განვითარების პროცესებს დააჩქარებს საქართველოში, აუცილებელია მაჟორიტარული წესით არჩევნებზე უარის თქმაც, მეტიც, თავად პარლამენტის წევრთა დღეს არსებული რაოდენობაც შესამცირებელია, 150 – დან 120 – მდე (ფინანსებიც დაიზოგება!)! მაგალითისთვის, ისრაელის პარლამენტში (ქნესეთი) 120 დეპუტატია პროპორციული წესით არჩეული და არა მგონია, რომ ქართველებს უფრო მეტი კვალიფიციური პოლიტიკოს–კანონმდებელი გვყავდეს, ვიდრე ებრაელებს! ასე რომ, საპარლამენტო რესპუბლიკის მმართველობის შემოღება–დამკვიდრებისათვის მიმაჩნია, რომ უნდა გატარდეს ზემოთ მოყვანილი ცვლილებები, ქვეყნის კონსტიტუციაში და საარჩევნო კოდექსში! წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს არსებული "პოლიტიკური ვაკხანალია" გაგრძელდება, რაც დიდად დააზიანებს და შეაფერხებს საქართველოს სახელმწიფოებრივ და დემოკრატიულ განვითარებას!!!



ჯუმბერ კირვალიძე,

პოლიტოლოგი



კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი