დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
03-04-2015, 01:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფილიპ ჰამონდმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების სარატიფიკაციო დოკუმენტს ხელი მოაწერა, რითიც ბრიტანეთმა დოკუმენტის რატიფიკაცია დაასრულა.

 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრიტანეთის პარლამენტში, ლორდთა პალატამ 2015 წლის 9 მარტს ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას, რის შემდეგაც 2015 წლის 19 მარტს დოკუმენტი განიხილეს ე.წ. საიდუმლო საბჭოში და იგი ხელმოსაწერად გადაეგზავნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.

 
“ბრიტანეთი შეუერთდა იმ ქვეყნების ჯგუფს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ასოცირებას ევროკავშირთან. მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთმა დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა რიგის სამიტამდე, რითიც კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. ბრიტანეთში ასევე არის პოზიტიური განწყობა, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხს. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბრიტანეთს ეს არ შეეხება და მას აქვს საკუთარი სავიზო რეჟიმი. მაგრამ კეთილგანწყობა საქართველოს მიმართ აშკარაა და ეს მნიშვნელოვანია” – განაცხადა დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა რევაზ გაჩეჩილაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი