საქართველოს საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის დაკითხვა მიმდინარეობს.
დაკითხვის დაწყებამდე მოსამართლემ განაცხადა, რომ სასამართლოსთან პროცესის დაწყებამდე მომხდარი ინციდენტის შესახებ შეიტყო და, თუკი იგივე დარბაზშიც განმეორდება, პროცესს დახურავს.
26 მაისის საქმესთან დაკავშირებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის გარდა, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე შალვა ჯანაშვილი და უმრავლესობის დეპუტატი გოგი ქავთარაძე დაიკითხებიან.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასაკითხ მოწმეთა შორის არიან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებიც. პროცესზე 26 მაისს გარდაცვლილი პოლიციელის, ვლადიმერ მანსურაშვილის დედაც იმყოფება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.