საქართველოს პრემიერ მინისტრისა და ირანის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საუბრის ძირითადი თემები იყო სატრანსპორტო და სატრანზიტო დერეფნების, მათ შორის, სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნის განვითარება, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და საბანკო სფეროებში თანამშრომლობა.
ირანულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, ითანამშრომლოს საქართველოსთან ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის, ელექტროენერგიის გაცვლისა და საქართველოსთვის ირანული გაზის მიწოდების მიმართულებით.
შეხვედრისას, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ორმხრივი ეკონომიკური კავშირების განვითარების მნიშვნელობას და შეთანხმდნენ, რომ საქართველო-ირანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის შემდეგი სხდომა მიმდინარე წლის ზაფხულში, საქართველოში გაიმართება.
საუბარი ასევე შეეხო ორმხრივ თანამშრომლობას სოფლის მეურნეობის, ფიტოსანიტარულ სფეროებში, ასევე, კულტურისა და მეცნიერების, ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით.
გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმებს ირანის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე საქართველოსა და ირანის სოფლის მეურნეობის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, გარემოს დაცვის სამინისტროებს შორის. დოკუმენტებს საქართველოს მხრიდან, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა მოაწერეს ხელი. ასევე, გაფორმდა რამდენიმე შეთანხმება საქართველოსა და ირანის კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.