საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეორე ნაკადი ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე დღეს დილით ავღანეთიდან დაბრუნდა. სამხედრო აეროდრომზე ბატალიონის პირად შემადგენლობას გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და III ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი როლანდ კიკნაველიძე დახვდნენ.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 32-ე ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში ეტაპობრივად ბრუნდება. ქართული სამშვიდობო დანაყოფის პირადმა შემადგენლობამ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ავღანეთში, ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე შეასრულა. ქართული ბატალიონის ფუნქციას ბაგრამის საავიაციო ბაზისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა. სამშვიდობო მისიის ფარგლებში ქართველმა სამხედროებმა ფარვანის პროვინციის მოსახლეობის მხარდასაჭერად არაერთი ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელეს და ხელმძღვანელობის მხრიდან მაღალი შეფასება მიიღეს. III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი, როტაციის წესით, II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.