დუშეთში, სკვერის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა. როგორც Guardian.ge-ს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, აქციის ფარგლებში, ცაცხვისა და ფიჭვის 100 ნერგი დაირგო.
აქციაში მონაწილეობა დუშეთის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა, გამგებლის პირველმა მოადგილემ ბექა ღარიბაშვილმა, გამგეობის, ა(ა)იპ ,,დუშეთის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და გამწვანების გაერთიანებისა'' და ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის’ ‘ თანამშრომლებმა, აგრეთვე, ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დუშეთის დღის სოციალური ცენტრის’’ მოხალისეებმა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს'' დუშეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა მიიღეს.
გამგეობის ინფორმაციით, აქცია ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა’’ და დუშეთის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა.
„ჯანსაღი და კომფორტული გარემოს უზრუნველსაყოფად, მომავალში დაგეგმილია მსგავსი აქციების განხორციელება ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე", აცხადებენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.