ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ქალაქის გამწვანება-განაშენიანების ციკლი დაიწყო.
ამის შესახებ Guardian.ge-ს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ახალციხის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალაქის მერმა, ვლადიმერ ზედგინიძემ და მერიის თანამშრომლებმა, სატყეო მეურნეობის თანამშრომლებთან კონსულტირებით, 70 ძირი ფიჭვი დარგეს.
„უახლოეს დღეებში ველოდებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ეროვნული სააგენტოს მიერ გამოგზავნილ მაღალმთიანი ნეკერჩხლის 150, კედრის - 150 და არყის - 150 ნერგს, რომლებიც ქალაქის კულტურულ-რეკრეაციულ ზონებში დაირგვება.
ჩვენი სურვილია ქალაქის მოსახლეობაც ჩაერთოს ამ პროცეში და ნარგავების მოვლა-გახარებაში მიიღოს მონაწილეობა, რადგან მწვანე ახალციხე ყველას სასურველი და საოცნებო რეალობაა", აცხადებენ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.