საქართველოს ორი მოქალაქე ბირმის აეროპორტში ქვეყნიდან მოპარული 90 000 დოლარის გატანის მცდელობისთვის დააკავეს.
ინფორმაციას „რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ 90 ათასი დოლარი 21 აპრილს ვალუტის გადამცვლელი ბიუროდან არის მოპარული.
მათივე ინფორმაციით, დაკავებულებს ფული საცვლებში ჰქონდათ დამალული.
„რადიო თავისუფლების” ცნობით, საქართველოს მოქალაქეები ბირმაში ტურისტული ვიზით იმყოფებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.