გიგი უგულავა დღეიდან უკანონო პატიმარია – ასეთია ადვოკატის, ბექა ბასილაიას შეფასება, რომლის განმარტებითაც, თბილისის ყოფილ მერს წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა გუშინ ამოეწურა.
ადვოკატის განცხადებით, უგულავას პატიმრობაში დატოვება არის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება. დღეს დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს.
“დღევანდელი დღიდან, ნებისმიერი წუთი, ნებისმიერი საათი, ნებისმიერი დღე, რასაც გიორგი უგულავა გაატარებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ეს არის უკანონო პატიმრობა. ეს არის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება და ეს არის პირის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა. შესაბამისად ჩვენ, შეგვაქვს შუამდგომლობა სასამართლოში და მოვითხოვთ გაუქმდეს გიორგი უგულავასთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება,” აცხადებს გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.