ავღანეთში ეროვნული გლოვა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც მაზარ-ი-შარიფის ახლოს მდებარე სამხედრო ბაზაზე „თალიბანმა“ საშინელი თავდასხმა განახორციელა
23-04-2017, 00:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავღანეთში ეროვნული გლოვა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც „თალიბანის“ მიერ სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 100-ზე მეტი ჯარისკაცი იქნა მოკლული თუ დაჭრილი.

 


BBC-ის ცნობით, პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ განაცხადა, რომ ქალაქ მაზარ-ი- შარიფის სიახლოვეს განხორციელებული თავდასხმა კაცობრიობის ყველა ღირებულების და ისლამური სწავლებების საწინააღმდეგოა.

 


არმიის განცხადებით, ამბოხებულების სამიზნე ბაზაზე მდებარე მეჩეთში მყოფი ის მლოცველები იყვნენ, რომლებიც პარასკევის ლოცვის შემდეგ სამლოცველოს ტოვებდნენ და ასევე ისინი, ვინც სასადილოში იმყოფებოდნენ.

 

 

 

(პრეზიდენტმა ღანიმ დაჭრილი ჯარისკაცები მოინახულა)

 


ზოგიერთი გადარჩენილი ამტკიცებს, რომ თავდამსხმელებს დახმარებას შიგნიდან უწევდნენ.

 


ერთ-ერთმა დაჭრილმა ჯარისკაცმა განაცხადა: „როდესაც თავდამსხმელები ბაზაზე შემოდიოდნენ, რატომ არ გაუწიეს მათ წინააღმდეგობა? იქ მხოლოდ ერთი ბარიერი და უსაფრთხოების ჭიშკარი არაა, ასეთი შვიდი თუ რვაა“.

 


როგორც BBC წერს, „თალიბანმა“ განცხადებაში თქვა, რომ მან ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი თავდასხმა განახორციელა სამხედრო ბაზაზე ქვეყანაში, რომელიც ამბოხებულების არაერთი თავდასხმის სამიზნე გამხდარა.

 


არმიის განცხადებით, მებრძოლებმა, რომლებიც ავღანურ სამხედრო უნიფორმებში იყვნენ გამოწყობილნი და სამხედრო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილდებოდნენ, საჯარისო შენაერთში შევიდნენ, სანამ ცეცხლს გახსნიდნენ.

 


ბრძოლებისას „თალიბანის“ სულ მცირე 10 მებრძოლი მოკლეს და ერთი დაატყვევეს.

 

 

 

 

 


ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს, პარასკევს მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა არ დაუსახელებია და მხოლოდ ის განაცხადა, რომ 100-ზე მეტი ჯარისკაცია მოკლული თუ დაჭრილი, მაგრამ სხვა ოფიციალური პირები, რომლებიც ანონიმურად საუბრობდნენ, აცხადებენ, რომ გარდაცვლილთა რიცხვი სულ მცირე 140-ს შეადგენს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი