საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები უსაფრთხოების უმაღლესი ზომების პირობებში იმართება
23-04-2017, 01:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები, 3 დღის წინათ პარიზში პოლიციაზე მომხდარი თავდასხმის გამო, უსაფრთხოების უმაღლესი ზომების პირობებში იმართება.

 


როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) იტყობინება, არჩევნების უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად მთელი საფრანგეთის მასშტაბით დაახლოებით 50 000 პოლიციელი და 7 000 ჯარისკაცი არის განლაგებული.

 


საარჩევნო უბნები საფრანგეთში ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაიხსნა, ამავე დროს, საზღვარგარეთის ზოგიერთ ტერიტორიაზე ხმის მიცემა შაბათს დაიწყო. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც მალე „ეგზით პოლების“ შედეგები გამოქვეყნდება.

 


არჩევნებში ერთმანეთს მეტოქეობას 11 კანდიდატი უწევს, თუმცა, როგორც BBC წერს, პრეზიდენტობის შანსი მათგან 4-ს აქვს - „კონსერვატორების“ წარმომადგენელ ფრანსუა ფიონს, ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენს, „ლიბერალ-ცენტრისტს“, ემანუელ მაკრონს და ულტრა-მემარცხენე ჯინ-ლუს მელენშონს.

 


საარჩევნო კამპანიის დროს ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური თემა ეროვნული უსაფრთხოების საკითხი იყო.

 


BBC წერს, რომ სრული გამარჯვებისთვის საჭირო 50%-იანი მხარდაჭერის მოპოვების შანსი არც ერთ კანდიდატს არ აქვს.

 


ორ საუკეთესო მაჩვენებლის მქონე კანდიდატს შორის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე რაუნდი 7 მაისს გაიმართება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი